LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1900
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:35-დან 15:12 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც რთული იქნება. არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს, მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს და დაპირისპირებას.

მოერიდეთ იმ დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეგოიზმის გამოვლენა და პარტნიორის ზედმეტი პრეტენზიებით დათრგუნვა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საჩუქრების და სუვენირების, ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, კუჭს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, ლურჯი, წითელი, ყვითელი და კრემისფერი, ასევე ზურმუხტი, მარგალიტი, გიშერი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები