LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1863
მიხეილ ცაგარელი

არ ღირს ყველა წვრილმანზე გაღიზიანება. მოერიდეთ ბრაზის და აგრესიის გამოვლენას.

არ გადადოთ ხვალისთვის ის საქმე, რომლის შესრულება დღესაც შეგიძლიათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ავტომობილისა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, ფინანსური გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, ხელმძღვანელებთან კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება. 

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ბიოლოგიური დანამატებით გამდიდრებული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, სახსრებს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ოპალი, ონიქსი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულის და მორიელის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძისა და ტყუპებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები