LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

3662
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება და 17:46 საათამდე გაგრძელდება. ამ მონაკვეთში მთვარის ენერგეტიკული გავლენა აქვეითებს კონცენტრაციის უნარს, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვის.

პარტნიორული ურთიერთობები – მოიმატებს ემოციურობა, მგრძნობიარობა და მზრუნველობა. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ზედმეტი ეჭვიანობისგან.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება კუჭი, ნაღვლის ბუშტი, მკერდი და ღვიძლი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები ან ნებისმიერი სახის სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. შედეგიანია კბილების, სახსრებისა და მუხლების მკურნალობა. საკვებ რაციონში არ არის სასურველი ხორცეული ნაწარმის მიღება, მოერიდეთ ალკოჰოლს და ეცადეთ გადახვიდეთ თვითგაწმენდის რეჟიმზე.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია ხალხური შემოქმედებისა და ხალხური ნიმუშების შესაძენად. ხელს უწყობს საყიდლებსა და ვაჭრობას, საოჯახო და სანათესავო ურთიერთობების განმტკიცებას. კარგია დღე ფოტოგრაფიისა და კულინარიისთვის, ასევე სახლში გამოუსადეგარი ნივთებისგან გასათავისუფლებლად. ამასთან, მოერიდეთ დაპირებების გაცემას, ტყუილს, ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სესხის აღებას.

დღის მინერალები და ფერები – ზურმუხტი, ოპალი, აქატი და გიშერი მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი და იისფერი, ხოლო საღამოს საათებში – წითელი, ყვითელი და ლურჯი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები