LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

940
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 03:25-დან 08:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოვლენა მართებთ მძღოლებს, რათა დაკარგული კონცენტრაცია და გაფანტული ყურადღება არ გახდეს სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ მგზავრობისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას. მოერიდეთ საკუთარ ცხოვრებაზე საუბარს, რადგან ნებისმიერი საიდუმლო სწრაფად გაცხადდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და რეფორმატორული საქმიანობისთვის, საიუბილეო და სადღესასწაულო საღამოების მოსაწყობად, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დასაწყებად და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური გავლენა უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას და გუნების გაფუჭებას. მეტი დაისვენეთ და მოერიდეთ გადატვირთვას, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართეთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად და დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ მხედველობას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე აქვამარინი, საფირონი, ძოწი, ციტრინი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ვერძისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ქალწული და მორიელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები