LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

225
მიხეილ ცაგარელი

დღეს გეომაგნიტური დღეა. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. ეს პერიოდი ყურადღებას ითხოვს არა მარტო ტრავმების კუთხით, არამედ, მაგალითად, წნევის მხრივაც, შესაძლოა უცებ წნევის ცვალებადობამ გამოიწვიოს თავის ტკივილი და არაკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, გავიზომოთ წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წამლების მიღებით მოვიყვანოთ ორგანიზმი წესრიგში.

დღის რეკომენდაციები – დღის განმავლობაში თქვენი ყურადღება მეტად გადაიტანეთ გადაუდებელ საქმეებზე. ნუ აყვებით პროვოკაციებს. სამყარო დღეს ამოწმებს თქვენი ურთიერთობების სიმტკიცეს. ასევე, დღის განმავლობაში მაღალია ადამიანებში შურის წარმოქმნის ალბათობა. მოერიდეთ დღეს ტყუილს და დაპირებების გაცემას (ტყუილის ალბათობა მაღალია, ხოლო გაცემული დაპირებების უმრავლესობა მერე არ შესრულდება). ასევე, ახალი, მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას. გაითვალისწინეთ, რომ საიდუმლო საქმეები და საიდუმლო სიყვარული დღეს ადვილად გამოაშკარავდება, რაც შესაძლოა ხმამაღალი ამბების (სკანდალის) მიზეზი გახდეს.

სამაგიეროდ, დღე კარგია მგზავრობისთვის, მოგზაურობისათვის, იურიდიული საქმეებისა და სასამართლო პროცესებისათვის. ხელს უწყობს ნადირობას, ქორწინებას, კაპიტალდაბანდებებს, საქველმოქმედო აქციებსა და შემოქმედებით მუშაობას. დღე კარგია ვაჭრობისათვის, ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად, აქსესუარების შესაძენად, შპალერის გაკვრისა და ჭერის შეთეთრებისათვის. დღევანდელი სიზმრების ახდენა შემდგომში ფრიად საეჭვოა.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს მოიმატებს ემოციური დაძაბულობა

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ტერფების ზონა, მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში დღეს, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, არ არის მიზანშეწონილი. შესაძლებელია ალერგიულმა შეშუპებამ იჩინოს თავი, რაც შემდგომში შეიძლება ინტოქსიკაციაში გადავიდეს, ამიტომ აკონტროლეთ საკვებისა და სასმლის ხარისხი. მოერიდეთ ექოსკოპიის (ულტრაბგერითი კვლევის) გაკეთებას.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, ამეთვისტო და მარჯანი, ეს ქვები მათი გამოყენების შემთხვევაში მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან დადებითია: მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი და ფირუზისფერი ტონები. ეს ფერები, თუ გამოყენებული იქნება თქვენს ტანსაცმელში, მეტად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას (იქნება ეს ერთობლივად თუ ცალ-ცალკე კომბინაციაში, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული).

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბის, თხის რქასა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია დღევანდელი დღე ლომის, სასწორისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღევანდელი ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები