დღე გეომაგნიტურია. უარყოფითი მთვარის ენერგიები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაციები – დღე მთლიანობაში კარგია როგორც პირადი, ისე საქმიანი შეხვედრებისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და უფროსი თაობის ნათესავებთან ურთიერთობისთვის. დღეს ადამიანებში ინტუიცია მოიმატებს.
ჯანმრთელობა – ეფექტურია ყელ-ყურ-ცხვირისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ სხივურ თერაპიას. კარგია მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. ნუ მიიღებთ ზედმეტად ცხარე საკვებს და ალკოჰოლურ სასმელებს.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, პარტნიორულ თანამშრომლობას, მგზავრობას, საცხოვრებელი ადგილის, მათ შორის ბინის შეცვლას და სესხის აღებას. პოზიტიურია დღე გეგმების დასახვისთვის, რემონტისათვის, თვითშემეცნებისთვის, საკუთარი კომპეტენციის გამოსავლენად, ასევე მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის.
დღის მინერალები -ოპალი, თოფაზი, მარჯანი და ონიქსი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროსა და კირჩხიბის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.