LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1978
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ეთიკური და ელეგანტური სასწორის, მთვარე კი მიზანდასახული და შეუპოვარი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

აუცილებლად გაითვალისწინეთ პარტნიორთა ინტერესები ფინანსური საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისას.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი გულწრფელობა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პარტნიორის დარწმუნებას საკუთარ გრძნობებში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, იურიდიული და ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებისთვის, უცხოელებთან კავშირების გაბმისა ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისთვის,  გამოფენებისა და პრეზენტაციების, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ფულის სესხება და ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, ფილტვებისა და ბრონქების სამკურნალოდ. მოერიდეთ ცხარე და მარილიანი საკვების მირთმევას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ლალი, საფირონი, ლაზურიტი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და თევზებს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები