დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაციები – დღეს მაღალია ფინანსური სიურპრიზებისა და სასიყვარულო პრობლემების ალბათობა, ამიტომ ამ მხრივ იყავით ყურადღებით. გაუფრთხილდით ფულს და ძვირფასეულობას. აკონტროლეთ ემოციები და გრძნობები, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. ყურადღება მიაქციეთ ხასიათში წყენას, ეჭვიანობას, სიჯიუტეს, შურს, სარკასტულ გამოთქმებსა და აგრესიას.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქტიული სისტემა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ცხარე საკვებსა და ალკოჰოლს.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – არ არის ხელსაყრელი დღე ახალი საქმის დაწყებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. მოერიდეთ საცხოვრებელი ადგილის, მათ შორის ბინის შეცვლას და სესხის აღებას. პოზიტიურია დღე რემონტისთვის, თვითშეფასებისთვის, გეგმების დასახვისთვის, ავტორიტეტულ ადამიანებთან შეხვედრისთვის და საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად. ხელს უწყობს გამოძიებას, ავტომობილის ყიდვა-გაყიდვას, ნადირობასა და თევზაობას, დაკარგული ნივთების ძიებას. კარგია ეს დღე მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის, ასევე თმის შეჭრისთვის.
დღის მინერალები და ფერები – ოპალი, თოფაზი, მარჯანი და ზურმუხტი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ქალწულისა და მორიელის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.