LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

5268
მიხეილ ცაგარელი

მთვარე დღეიდან გადადის სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა ხასიათში მეტად მოიმატებს დიპლომატიურობა, მშვიდობიანი გზით პრობლემების გადაჭრის უნარი, გაძლიერდება სამართლიანობის განცდა, ასევე კომპრომისებისა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის უნარი.

დღის რეკომენდაცია – დღეს კერძო ინტერესებზე მაღლა მეგობრობა დადგება, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მეტი დრო გაატარეთ სახლში და ყურადღება მიაქციეთ საყოფაცხოვრებო საქმეებს. დღეს და ხვალ განსაკუთრებული ენერგიულობით გამოირჩევიან კუროსა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები, ამიტომ მოქმედების დროა – აქტიურად განახორციელეთ თქვენი იდეები.

ჯანმრთელობა – შედეგიანია დღეს კბილების და გრძნობათა ორგანოების მკურნალობა. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ყელს, ენდოკრინულ სისტემას, ფარისებრ ჯირკვალს და კანის არეს. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებით ოპერაციების ჩატარება ან სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით სითხეს, ხოლო საკვებ რაციონში მოერიდეთ ალერგიის გამომწვევ და მარილიან პროდუქტებს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე პოზიტიურია საქმიანი კავშირების დასამყარებლად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად და საკამათო საკითხების მოსაგვარებლად. ხელსაყრელია სიყვარული და ქორწინება, ასევე კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა. კარგი დღეა ავეჯის, კოსმეტიკისა და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად.

დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და ბრილიანტი. ფერებიდან სასურველია ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ნაცრისფერი და წითელი ტონები, რომლებიც გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის, რომელთაც დღის პროცესების მართვა განსაკუთრებული სიფრთხილით მართებთ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები