უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, შეერთებულ შტატებში ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა და უკრაინაში მშვიდობის შესახებ ესაუბრა.
„სამშვიდობო მისია 5.0, პატივი იყო დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მარ-ა-ლაგოში სტუმრობა. განვიხილეთ მშვიდობის მიღწევის გზები. დღის კარგი ამბავი: ის მოაგვარებს ამ პრობლემას!“- წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, ტრამპმა მადლობა გადაუხადა ორბანს და დასძინა, რომ მშვიდობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისადგუროს.
„გმადლობთ, ვიქტორ. მშვიდობა უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო!“ – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი 2 ივლისს იმყოფებოდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი უკვე მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართა მოლაპარაკებები.
Peace mission 5.0
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) July 12, 2024
It was an honour to visit President @realDonaldTrump at Mar-a-Lago today. We discussed ways to make #peace. The good news of the day: he’s going to solve it! pic.twitter.com/AiTRsdexM5