LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დიახ, მე ეროვნებით ქართველი და სომეხი ვარ. გამზარდა ამ საოცარმა პიროვნებამ, ბაბუმ მასწავლა ქვეყნის სიყვარული, საკუთარი აზრის ქონა” – რას წერს ნატალია ყიფშიძე

41315
2024-04-28_00-24-36_150523

ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საკუთარი ეროვნებისა და გამზრდელი ბაბუის შესახებ საუბრობს.

,,ჩემს სოციალურ მედიაში მოიმატა აგრესიული ბოტების კომენტარები (ალბათ ყველასთან ვინც ოდნავ მაინც აქტიურად საუბრობს ქვეყანაში არსებული საფრთხის შესახებ). ამ ბოტების ყველაზე დიდი ნაწილი ჩემს ეროვნებას ( ნახევრად სომეხი ვარ რაზეც ხმამაღლა და სიამაყით ვსაუბრობ ბავშვობიდან) დამაკნინებელ კონტექსტში იყენებს.

დიახ მე ეროვნებით ქართველი და სომეხი ვარ. გამზარდა ამ საოცარმა პიროვნებამ. ბიჭი (არკადი ქვია და ბიჭის ეძახიან ბავშვობიდან) ბაბუმ მასწავლა ქვეყნის სიყვარული, საკუთარი აზრის ქონა და მისი გამოხატვა საჭიროების მიზნით. ჩემი ბაბუს წინაპრები საქართველოში გადმოვიდნენ მრავალი საუკუნის წინ, მოიტანეს სომხური ენა ჩემ თაობამდეც კი და საქართველოს სამშობლოს ეძახიან.

უყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე დიდი პატრიოტია. ბაბუ 25 წელია ვერ დადის და სახლიდან მოვლენებს აკვირდება. პოლიტიკაზე ბაბუ მესაუბრება, მნიშვნელოვან გადაცემაში წასვლის წინ მიყვება ახალ ამბებს სიღრმისეულად და მამხნევებს აქციებზე ყოფნისას. დილით რო ვიღვიძებ მეხუტება და მეუბნება რომ ამაყობს ჩემით და მეც ყოველდღე ვიამაყებ ჩემი ბაბიკოთი რომელიც დღემდე ბროწეულის წვენს ხელით მიწურავს და საკუთარი შვილივით მზრდის”, – წერს ნატალია ყიფშიძე.

„ნატალიას სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, დარწმუნებული ვარ, მსგავსი უთანხმოება პირველად მოხდა, ამიტომ..“ – ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეების ოჯახში არსებულ უთანხმოებაზე

ვიდეო: ,,ჩვენი წინაპრების მიერ ნაჩუქარ თავისუფლებაში დაბადებული თაობა ვართ და ამ სიყვარულით ვიდგებით ყოველდღე სანამ საფრთხე არ გადაივლის” – ნატალია ყიფშიძე

ნატალია ყიფშიძე: ,,ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩვენ სულელები ვართ და რეალურად, ჩვენი სიტყვა უნდა თქვან, რომელიც ძალიან ხმამაღალია – ჩვენ გვინდა ევროპა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g