კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, მარგარიტა სიმონიანმა გადაცემაში „ჩვენი სიმართლე“ სომხეთში არსებული სიტუაცია შეაფასა და თქვა, რომ ქვეყანა, რუსეთის გარეშე, ვერ იარსებებს.
„სომხეთი რუსეთის გარეშე დაღუპულია. თუ ფაშინიანი ამას აცნობიერებს და მაინც ცდილობს გეზი ამერიკისკენ აიღოს, ეს ადასტურებს, რომ ამ ადამიანს სულ არ ადარდებს სომეხი ხალხის ბედი. ეს სულაც არ მიკვირს, ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ფაშინიანის მიმართ. ეს ის კაცია, რომელიც სომხებს თავად ადანაშაულებდა გენოციდში. მისი ამჟამინდელი პოლიტიკა ჩვენ არაფერს დაგვაკლებს, მე დიდად არ ვინტერესდები სომხების ბედით, ჩემი სამშობლო რუსეთია. მე უფრო მაინტერესებს, რა იქნება ხერსონში, ყირიმში, რა ელის ჩვენს ჯარს, მაგრამ, მიკვირს იმ ხალხის სომხეთში, ვინც ხმა მისცა ფაშინიანს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთის გარეშე, არ იქნება სომხეთი. ვინ გააჩერა ეს უთანასწორო ომი სომხეთში? ისევ პუტინმა. რა ქნა ამ დროს ამერიკამ? თითი არ გაანძრია. თურქეთი, რომელიც ეხმარებოდა აზერბაიჯანს, ,,ნატოს” წევრი ქვეყანაა. როგორ არ შეეძლო ამერიკას ეთქვა აზერბაიჯანისთვის შეჩერდით, ჩვენ ხომ კალიფორნიაში ბევრი სომეხი გვყავს! ჩვენ ხომ კიმ კარდაშიანი გვყავს, მაგრამ არა! ამიტომ ვფიქრობ, რომ სომხეთში ხალხი დაბრმავდა. აჰა გეხმარებათ ამერიკა? დაკარგეთ ქალაქები თუ არა? კიდევ მეტს დაკარგავთ, თუ პუტინი არ დაგეხმარებათ“ – ამბობს სიმონიანი.
მარგარიტა სიმონიანი: სომხეთში ჩასვლა ამიკრძალეს
„რომ არა პუტინი, არც სომხეთი და არც სომხები არ იარსებებთ“ – მარგარიტა სიმონიანი