LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Diddy ცდილობს ახალ წლამდე ციხე დატოვოს – ახალი დეტალები სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტის შესახებ

218
page

სკანდალური არტისტი, შონ კომბსი, იგივე Diddy ცდილობს, ახალ წლამდე ციხე დატოვოს. სკანდალში გახვეული რეპერი სამშაბათს ახალი სააპელაციო სარჩელით წარდგა სასამართლოს წინაშე, რომელშიც საკუთარი განაჩენის გაუქმებას და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ Page Six სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, თუმცა ის კი ნათელია, რომ კომბსის იურიდიული ბრძოლა კვლავ აქტიურ ფაზაშია.

ფოტო: „ძველი მე ციხეში მოკვდა, ახალი კი დაიბადა“ – Diddy ალკოჰოლური სასმელით გამოიჭირეს, ცნობილი ხდება, რას საქმიანობს სკანდალური არტისტი ციხეში

ცნობისთვის, ოქტომბერში ნიუ-იორ­კის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­სა­მარ­თლომ შონ კომბსს, პროს­ტი­ტუ­ცი­ის ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ში, სულ რაღაც 50-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ბრალ­დე­ბის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, რე­პე­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით თა­ვის ყო­ფილ პარტნი­ო­რებს, კა­სან­დრა ვენ­ტუ­რა­სა და კი­დევ ერთ ქალს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სექ­სუ­ა­ლურ შოუებში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აი­ძუ­ლებ­და. ად­ვო­კა­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, მან თა­ვის პარტნი­ო­რებ­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და, თუმ­ცა, ისი­ნი სექ­სუ­ა­ლურ შოუებზე სა­კუ­თა­რი ნე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

გაჭაღარავებული და მოუწესრიგებელი Diddy-ს პირველი ფოტოები ციხიდან

ვერდიქტი გამოტანილია – Diddy-ს სულ რაღაც 50-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა – ვრცელდება სკანდალური რეპერის სიტყვები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები