LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დიდება უკრაინას!” – U2 და შონ პენი კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე უკრაინელ მებრძოლებთან ერთად გამოჩნდნენ

116
photo-collage.png (6)

კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჯგუფის – U2 ვოკალისტის, ბონოს დოკუმენტური ფილმის – ,,ბონო: დანებების ისტორიები” პრემიერა შედგა. პრეზენტაციამდე, საკულტო ბენდის ფრონტმენი წითელ ხალიჩაზე თანაგუნდელ გიტარისტ, ეიჯთან და ლეგენდარულ მსახიობ და რეჟისორ, შონ პენთან ერთად წარდგა.

აღსანიშნავია, რომ სამეულს ამ დროს გვერდს ურაინელი მებრძოლები უმშვენებდნენ, რაც საღამოს ემოციურ და გულისამაჩუყებელ მომენტად იქცა.

ჩვენების დასრულების შემდეგ, ბონო სიტყვითაც გამოვიდა და უკრაინელ გმირებს მადლობა გადაუხადა.

,,თქვენ ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვით. დიდება უკრაინას!” – აღნიშნა ბონომ უკრაინის მხარდასაჭერად.

ცნობისთვის, Bono: Stories of Surrender ბონოს 2022 წლის მემუარებს და სოლო შოუს ეფუძნება. სურათს 7 წუთიანი ოვაციები მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავების უმრავლესობა მათ შორის, შონ პენი, ბონო და ეიჯი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან გამოხატავენ და აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები