LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდგორობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მაგალითია: პრემიერი

62
image-2021-08-12-212650

დიდგორობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ძლიერების, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლო და მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გასაოცარი სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითია , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დიდგორობაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხის საერთო, მიზანმიმართული, ყოველდღიური შრომა და ბრძოლა საქართველოს ძლიერების და ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობისა და მშვიდობის წინაპირობაა.

ღარიბაშვილმა პატრიარქის სიტყვები გაიხსენა – დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია!

“დღეს, დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობა ყველაზე დიდი ძალაა. ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხის საერთო, მიზანმიმართული, ყოველდღიური შრომა და ბრძოლა საქართველოს ძლიერების, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის კეთილდღეობისა და მშვიდობის წინაპირობაა.” – განაცხადა პრემიერმა

“კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დღეს ჩვენს ხალხს და გამთლიანებას, გაძლიერებასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს საქართველო დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს აღნიშნავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები