LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი დაბრუნება წითელ ხალიჩაზე – „კანის კინოფესტივალი“ ჯონი დეპის ფილმით გაიხსნა

191
page

კანის 76-ე კინოფესტივალი გაიხსნა. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავთა ცვენა იყო. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული მსახიობი, ჯონი დეპი მსგავსი მასშტაბის ფესტივალზე, ემბერ ჰარდთან სკანდალური განქორწინების შემდეგ, პირველად გამოჩნდა. მას გულშემატკივრები დიდი ოვაციებით შეხვდნენ. 59 წლის მსახიობი შავ კლასიკურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი და ბედნიერებისა და სიამაყისგან ბრწყინავდა.

ცნობისთვის, ფესტივალი სწორედ ჯონი დეპის ფილმმა, „ჟანა დიუ ბარმა“ გახსნა. ის ლუდოვიკო XV-ის როლს ასრულებს. ჯონი დეპის მონაწილეობით ეს იქნება პირველი ფილმი, რომელიც მეუღლესთან, სასამართლო პროცესის შემდეგ გამოვა.

ცნობისთვის, დეპი საზოგადოების წინაშე კოლეგასთან, მაივენთან ერთად გამოჩნდა, რომელიც ფილმის რეჟისორიც გახლავთ და  მეფის უკანასკნელი საყვარლის, გრაფინია, ჟანა დიუ ბარის როლსაც ასრულებს.

ჯონი დეპმა „დიორთან“ $20-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

ჯონი დეპის მეფური დაბრუნება, ნახეთ მსახიობი ლუდოვიკო XV-ის როლში – „ჟანა დიუ ბარის“ პირველი „თრეილერი“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები