LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ფაქტზე სამართალდამცველებმა ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს

141
დაკავება

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ფაქტზე ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ხოლო, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 13 ძირი კანაფი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g