როგორც მედია წერდა, ჰარი სტაილსი „დისნეის“ „ქალთევზას“ სასცენო დადგმაში, პრინცი ერიკის როლს ასრულებდა, თუმცა საბოლოოდ ვარსკვლავმა დატვირთული გრაფიკის გამო აღნიშნულ როლზე უარი განაცხადა. ახლახანს კი ინტერნეტსივრცეში სახალისო ფოტოები გავრცელდა. 27 წლის ჰარი ქალთევზა არიელის კოსტიუმით პოზირებს.
მას წითელი პარიკი და კუდი უკეთია, ხელში კი შამპანურით სავსე ჭიქა უჭირავს. როგორც ჩანს, ჰარი უბრალოდ ერთობოდა. ახლა კი მისმა ფოტოებმა ინტერნეტი ააფეთქა. იწერება უამრავი პოსტი და სახალისო კომენტარი.
„ის დისნეის ახალ ფილმში არიელის როლს შეასრულებს“, „როგორ უხდება ქალთევზას როლი“, – იწერება სოციალურ ქსელებში.
შეგახსენებთ, წელს მსახიობი და მუსიკოსი „გრემის“ გამარჯვებული გახდა. ის სიმღერისთვის Watermelon Sugar საუკეთესო პოპ-სოლო-პერფორმანსის ნომინაციაში დააჯილდოვეს. ჯამში ის სამ ნომინაციაში იყო წარდგენილი და პირველი „გრემის“ მფლობელიც გახდა.
ტყავის ორეული შიშველ სხეულზე და ბეწვის შარფი – ჰარი სტაილზის გლამურული პერფორმანსი „გრემიზე“
ჰარი სტაილსი და ოლივია უაილდი ლონდონის პაბში ერთობიან – წყვილის უახლესი ფოტო
Sources say that Harry Styles will be playing the role of Ariel in the upcoming Disney movie “The little Mermaid” pic.twitter.com/s8bCQ5Kivg
— Alex saw harry! 🍋 (@hrrysmyhome) April 16, 2021



