ორი თვის წინ, შაკირა შვილებთან ერთად ბარსელონიდან მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ყოფილი პარტნიორი, ჟერარ პიკე ახალ შეყვარებულთან, კლარა ჩია მარტისთან ერთად არაერთხელ გადაიღეს. წყვილი Coldplay-ის კონცერტზეც იმყოფებოდა.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ შაკირა ბარსელონაში ბრუნდება, რათა შვილებმა მამის სახლში არდადეგები გაატარონ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჟერარ პიკეს თავისუფლება დროებით შეიზღუდა.
„ჟერარ მოემზადე“, „ჟერარ დასრულდა შენი თავისუფლება“ „კლარა ფრთხილად“, – წერენ კომენტარებში.
„ტალღებზე მოლივლივე შაკირამ ჟერარ პიკე წყალს გაატანა“ – უახლესი ვიდეო
„გაისტუმრა შაკირა და გათამამდა“ – ჟერარ პიკე კლარა ჩიასთან რომანით ტკბება