26 წლის ასაკში, დოჩი ,,გრემის” ისტორიაში მესამე ქალი რეპერი გახდა, ვინც ,,საუკეთესო რეპ ალბომის” ნომინაციაში გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ დოჩის ამ დრომდე სადებიუტო სტუდიური ალბომი გამოშვებული არ აქვს. მან ეს გამარჯვება მესამე მიქსტეიპით – Alligator Bites Never Heal მოიპოვა.
პირველი ქალი რეპერი, რომელმაც ,,გრემი” ,,საუკეთესო რეპ ალბომისთვის” მიიღო, ლორინ ჰილი იყო. 1999 წელს მან ამ ნომინაციაში Fugess-ის შემადგენლობით მოიგო, როცა გამარჯვებული ტრიოს მეორე სტუდიური ალბომი – The Score გახდა.
2019 წელს ქარდი ბი პირველ ქალ სოლო რეპერად იქცა, ვინც ასევე ამავე ნომინაციაში გაიმარჯვა სადებიუტი სტუდიური ალბომით – Invasion of Privacy.
ცნობისთვის, დოჩიმ ფართო აუდიტორიის ყურადღება 2021 წელს სიმღერით – Yucky Blucky Fruitcake მიიპყრო, რომელიც TikTok-ზე ,,ვირუსულ ჰიტად” იქცა. ის ერთ-ერთი გახლდათ მათ შორის, ვისაც ,,გრემის” ნომინაციები წელს პირველად მიენიჭათ. მისი სადებიუტო პერფორმანსი დაჯილდოებაზე ყველაზე საუკეთესო გამოსვლად შეფასდა.