ივნისის ბოლო კვირას, ,,გლასტონბერის ფესტივალი” გაიმართა. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურმა მუსიკალურმა დღესასწაულმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ტრადიციულად, ზაფხულში ტარდება, 25-დან 29 ივნისის ჩათვლით, ღია ცის ქვეშ თავი არაერთი ჟანრის მოყვარულ უამრავ მელომანს მოუყარა. ფესტივალი წელს 42-ედ ჩატარდა.
ხუთდღიანი კონცერტების სერიის ჰედლაინერები იყვნენ: The 1975, ოლივია როდრიგო და ნილ იანგი.
ფესტივალზე სადებიუტო წარმოდგენა გამართა დოჩიმ. პუბლიკამ 26 წლის რეპერის შთამბეჭდავი პერფორმანსი იხილა. კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტის პირველი გამოჩენა ფესტივალზე, ისტორიაში ჩაიწერება.
,,ის, რის მიღწევასაც, როგორც წესი, წლები ან დეკადები სჭირდება, დოჩის პირველივე ცდაზე გამოუვიდა. ამით ის კონკურენციის სათავეში მოექცა და დაამტკიცა, რომ მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო არტისტია” – წერს საერთაშორისო მედია.
ფესტივალზე დებიუტისთვის დოჩიმ ვივიენ ვესტვუდის კოსტიუმები მოირგო. მისი ჩაცმულობის ინსპირაციად, ლეიბლის 1994 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ის ლუქები იქცა, რომლებიც კაფსულის – Café Society ჩვენებაზე სუპერმოდელებმა – ნაომი კემპბელმა და კეიტ მოსმა წარადგინეს.
გლასტონბერის მომდევნო ფესტივალი ერთი წლის გამოტოვებით, 2027-ში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დოჩიმ ფართო აუდიტორიის ყურადღება 2021 წელს სიმღერით – Yucky Blucky Fruitcake მიიპყრო, რომელიც TikTok-ზე ,,ვირუსულ ჰიტად” იქცა. ის ერთ-ერთი გახლდათ მათ შორის, ვისაც ,,გრემის” ნომინაციები წელს პირველად მიენიჭათ.
„ბილბორდმა“„წლის ქალი“ გამოავლინა