LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი: ამერიკის ოქროს ხანა იწყება – ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და თავს უფლებას არ მივცემთ, ჩვენით ბოროტად ისარგებლონ

145
დონალდ

ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეიდან ჩვენი ქვეყანა კვლავ აყვავდება და მთელ მსოფლიოში პატივსაცემი გახდება. ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ ჩვენით ბოროტად ისარგებლონ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა იქნება. ამერიკა მალე უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული გახდება, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g