LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი და მისი საყვარელი ქალები – ბევრი მათგანის შესახებ, შესაძლოა, არც იცით

920

დონალდ ტრამპის ქალებთან დაკავშირებული სკანდალები მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა. აშშ-ს არჩეული ექსცენტრიკული  პრეზიდენტი ყოველთვის იყო ლამაზი ქალების მოყვარული და მის ცოლებსა თუ მეგობარ გოგონებზე ამერიკაში ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ.

ვინ იყვნენ დონალდ ტრამპის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალები :

ივანა ტრამპი (ზელნიჩკოვა)

ivana

ივანა დონალდის ცოლი 15 წლის მანძილზე იყო და წყვილს თანაცხოვრების პერიოდში სამი შვილი ეყოლა. სწორედ ივანამ განაპირობა ტრამპის სიყვარული სლავი ქალებისადმი, ზელნიჩკოვა სოციალისტური ჩეხოსლოვაკიიდან იყო და სილამაზით და ავანტიურების სიყვარულით აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი მალევე მოხიბლა.

ივანა 80-90-იან წლებში ნიუ-იორკის მაღალი სოციალური ფენის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ქალი იყო და ამავე დროს, ქმრის ბიზნეს-პარტნიორიც. როდესაც დონალდი ღალატში გამოიჭირა, ივანამ მას 25 მლნ დოლარი გადაახდევინა.

დაშორების შემდეგ ქმართან თანაცხოვრების შესახებ ივანას არასოდეს უსაუბრია და დღემდე არ უჩივის ახალგაზრდა პარტნიორების ნაკლებობას.

 

მარლა მეიპლსი

marla

ივანასთან ქორწინების დასრულების მიზეზი სწორედ მარლა გახდა და მან დონალდ ტრამპთან ერთად 6 წელი იცხოვრა, მეიპლსს გოგონა შეეძინა. ბიზნესმენს ქალი პირველი ნახვით შეუყვარდა – ძლიერი, გავლენიანი მარლა ბროდვეის მიუზიკლში თამაშობდა, რადიოშოუს წამყვანი იყო და ამასთან, სოციალურ-პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა ისრაელსა და პალესტინაში. როგორც, ხშირ შემთხვევაში, ორ ძლიერ პიროვნებას შორის ხდება ხოლმე, დონალდი და მარლა ერთმანეთს სკანდალით დაშორდნენ.

 

ინგრიდ სეინჰეივი

ingrid

ტრამპი Sports Illustrated-ის მოდელს ცოტა ხნით ხვდებოდა – ყოველ ჯერზე, როდესაც შორდებოდა ხოლმე მარლის სწორედ მასთან მიდიოდა. მილიარდერს მასზე დაქორწინება არ გადაუწყვეტავს და ქერა ლამაზმანის მიმართ მადლიერებას გამოხატავდა, რომ მისი ასე კარგად ესმოდა. ინგრიდი და დონალდი დღემდე მეგობრობენ, რომანის სამახსოვროდ კი მოდელს უამრავი ძვირფასი საჩუქარი დარჩა.

 

ვიქტორია ზდროკი

victoria

ჟურნალ „ფლეიბოის“ მოდელმა დონალდ ტრამპს იმდენი პრობლემა შეუქმნა, რომ მილიარდერი მასთან ურთიერთობის დაწყებას დიდი ხნის მანძილზე ნანობდა. გოგონას უამრავი კომპრომატი ჰქონდა ტრამპზე და ყოფილ საყვარელზე პრესასთან მუდმივად ჰყვებოდა სკანდალურ ამბებს.

 

გაბრიელა საბატინი

gabriella

ჩოგბურთის ვარსკვლავთან ვნებიანი რომანი ტრამპისთვის ისეთი მღელვარე აღმოჩნდა, რომ მილიარდერმა ურთიერთობის უფრო სერიოზულად გაგრძელებაც კი გადაწყვიტა. თუმცა, ურთიერთობა დაწყებიდან რამდენიმე თვეში დასრულდა.

 

პრინცესა დაიანა

diana

დონალდ ტრამპს ძალიან უყვარს საუბარი იმაზე, რომ ერთადერთი ქალი, რომელმაც მას უარი უთხრა, ლედი დი იყო.

ჩარლზთან დაშორების შემდეგ დაიანას გვერდში ედგა დონალდ ტრამპი და მასზე ზრუნავდა. ამბობენ, რომ პრინცესამ უარი ტრამპს დოდი ალ-ფაიედის გამო უთხრა, რომელიც მას ძალიან უყვარდა.

 

 

კარა იანგი

kara

90-იანი წლების დასაწყისში ამერიკელი ტოპ-მოდელი უზომოდ პოპულარული იყო. მილიარდერთან მისი რომანი ძალიან ხმაურიანი და სასიამოვნო, თუმცა მოკლევადიანი აღმოჩნდა.

კარას მიმართ ტრამპის გულუხვობაზე ლეგენდები დადიოდა.

 

კარლა ბრუნი

bruni

ძნელი სათქმელია, რომელმა მეტი სარგებელი ნახა ურთიერთობით – კარლამ დონალდით თუ პირიქით, ტრამპმა მოდელით. მანამდე ბრუნის საყვარელი მამაკაცების რიცხვში იყვნენ ერიკ კლეპტონი, მიკ ჯაგერი, ვენსან პერესი, ცოლად კი ბოლოს გაჰყვა ნიკოლა სარკოზის და საფრანგეთის პირველი ლედი გახდა.

ამბობენ, რომ ტრამპს აგიჟებდა კარლას თავისუფალი აზროვნება, ქალი მუდმივად აღნიშნავდა, რომ მონოგამიური ურთიერთობა მისთვის მოსაწყენი იყო.

 

მელანია ტრამპი

940x627_1_5647a116be97a29a3ed89a27b462aea5940x627_0xc0a839a4_4835887041478796021

აშშ-ს ახალი პირველი ლედი დონალდ ტრამპს ცოლად 11 წლის წინ გაჰყვა და წყვილს საერთო შვილიც ჰყავთ.

მელანიას ბიოგრაფია გასაოცარია, მასში სკანდალურს ვერაფერს იპოვით. ყველაზე პიკანტური არის ის, რომ იუგოსლავიელი მოდელი კომუნისტის შვილია.

18 წლის მელანია აშშ-ში ჩავიდა, 26 წლის ასაკში გაიცნო ტრამპი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, თუმცა, როგორც ამბობენ, მაშინვე თავიდან მოიშორა. იმ პერიოდში ტრამპი მეორედ იყო დაქორწინებული.

35 წლის ასაკში მელანია ტრამპს კვლავ შეხვდა და ამჯერად დონალდმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ქალი „ხელში ჩაეგდო“. ბედის ირონიით, მათ ქორწილში იმყოფებოდა ტრამპის მაშინდელი კარგი ნაცნობი ჰილარი კლინტონი.

 

mazda magti 5g