ვაშინგტონში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ “ქალთა მარშში” ასი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, პირველივე დღეს მასშტაბურმა აქციამ მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ვაშინგტონში გამართულ აქციას სოლიდარობის მიზნით სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. აქცია სიდნეიში, პარიზსა და ბარსელობაში ჩატარდა. ტრამპის წინააღმდეგ აქციამ ლონდონის მოსახლეობის ყურდღებაც მიიქცია.
აქციის ორგანიზატორების გაღიზიანება იმ განცხადებებმა გამოიწვია, რომელიც დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა საკითზე გააკეთა. აქციის ორგანიზატორებს სურთ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ქალთა უფლებებზე. მათი აზრით, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ეს საკითხი საფრთხის ქვეშ დადგება, რის საფუძველსაც მათ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები აძლევთ. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ რასობრივ თანასწორობასა და ხელმისაწვდომ ჯანდაცვას.