LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან არასტაბილურ გარემოში საქართველო პატარა კუნძულივითაა, აქეთ გვაქვს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, იქით რუსეთ-უკრაინის ომი, თურქეთში რეკორდული ინფლაცია – ლევან ყარალაშვილი

91
20210422121141

ძალიან არასტაბილურ გარემოში საქართველო პატარა კუნძულივითაა. აქეთ გვაქვს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, იქით რუსეთ-უკრაინის ომი, თურქეთში ჰიპერ რეკორდული ინფლაცია, – ამის შესახებ bm.ge-სთან საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარე ლევან ყარალაშვილი საუბრობს.

ის ამბობს, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე, გაურკვევლობა იმდენად მაღალია, რთულია პროგნოზირება, რა იქნება თუნდაც ერთ წელიწადში. შესაბამისად, მისი შეფასებით, მთავრობის მხრიდან “როგორი მირაჟიც იყო ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა, ისევ იქ დარჩა”.

„ჩვენი რჩევა ის იყო, რომ ერთთვიანი, სამთვიანი დავგეგმოთ. სამწუხაროა ის, რომ ის მცირე კავშირები, რაც იყო პანდემიის დროს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ეს საერთოდ გაწყვეტილია”,- განაცხადა საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან ყარალაშვილმა bm.ge-სთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები