LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან გვიჭირს ამ ამბის გამოქვეყნება… გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა… იყო პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი“ – კოლეგები გიორგი კობერიძეს ემშვიდობებიან

344
გიორგი კობერიძე, ჟურნალისტი

„ძალიან გვიჭირს ამ ამბის გამოქვეყნება, რომელმაც მთელი პირველი არხი და არამარტო ჩვენი არხის თანამშრომლები დაგვამწუხრა. გარდაიცვალა საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე“ – ამის შესახებ „პირველი არხი“ წერს.

ჟურნალისტი გიორგი კობერიძე გარდაიცვალა

როგორც „პირველი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და იყო პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი.

„გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული.

იგი, როგორც პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი, დიდი პასუხისმგებლობით აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პირველი არხი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანავუგრძნობთ გიორგის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“ – წერს „პირველი არხი“.

რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს გიორგის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g