„დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდმა ცნობილ ტელეწამყვანსა და მსახიობს, არჩილ სოლოღაშვილს სიურპრიზი მოუწყო და დაბადების დღე პირდაპირ ეთერში მიულოცა.
ტელეწამყვანმა და არჩილის მეგობარმა თიკა ფაცაციამ მსახიობისთვის პირდაპირ ეთერში ბენდი მოიყვანა და მათთან ერთად უმღერა.
„ძალიან ხომ არ ჩქარობთ ეთერის დამთავრებას?“ – მოულოდნელად დაიძახა საეთერო სტუდიაში შემოსულმა თიკა ფაცაციამ, რომელსაც თან მუსიკალური ბენდიც შემოჰყვა.
დილის გადაცემამ მხიარულ გარემოში ჩაიარა.