LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

586
Untitled design (2)

გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, შესაძლებელია, ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი აღინიშნოს.

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g