LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ე.წ პრეზიდენტისგან არ ვიცი რას უნდა ველოდებოდეთ, ეს ადამიანი ალბათ არის გაუსაძლისი წნეხის ქვეშ“ – ირმა ზავრადაშვილი

179
BeFunky-collage - 2023-06-07T212025.028

„რას ჰქვია ზეწოლა იყო. ხელისუფლების პრეროგატივა, ფუნქცია და მოვალეობაა ის, რომ კონსტიტუციური ინსტიტუტები გამართულად მუშაობდნენ. შესაბამისად თუ რომელიმე ინსტიტუტის მუშაობას ვინმე, ან რამე უშლის ხელს, რა თქმა უნდა ხელისუფლება ვალდებულია იზრუნოს მოლაპარაკებების სახით, კომუნიკაციის სხვა და სხვა ფორმებით, იმისათვის, რომ ხელი არ შეუშალოს ამ პროცესებს“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა.

მმართველი გუნდის წევრი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ პრეზიდენტის ქმედებას ერთადერთი ახსნა აქვს და ეს არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი გაუსაძლისი წნეხის ქვეშ არის.

„ერთადერთი ახსნა, ადამიანური ახსნა, პოლიტიკისგან დამოუკიდებლად მე მაქვს ის, რომ ეს ადამიანი ალბათ არის გაუსაძლისი წნეხის ქვეშ, ან რაღაც ზეწოლას განიცდის. როგორ შეიძლება ასე მოქმედებდეს ადამიანი ვერ ვხვდები.

ან ეს ადამიანი შეგნებულად და გაცნობიერებულად ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას, ან განიცდის საოცარ ზეწოლას. თქვას რა უჭირს, იქნებ დავეხმაროთ კიდეც. სხვა ახსნა ფიზიკურად არ გამაჩნია“ – განაცხადა „დღის თემის“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები