LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეჭვიანობის შემოტევა – კიმ კარდაშიანისა და პიტ დევიდსონის ფოტოების გავრცელების შემდეგ კანიე უესტმა ყოფილი მეუღლის „ინსტაგრამ“-გამოწერა გააუქმა

97
page

რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს ხვდებიან. ინტერნეტსივრცეში წყვილის არაერთი ფოტოც ვიხილეთ.

ფოტო/ვიდეო: 41 წლის კიმ კარდაშიანი და 27 წლის პიტ დევიდსონი ერთმანეთს ხვდებიან? – წყვილის ახალი ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

აღნიშნულმა ამბავმა 41 წლის კიმის ყოფილი ქმრის, კანიე უესტის გაღიზიანება გამოიწვია. ჰიპ-ჰოპ არტისტმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  ცოლს არ დაშორებია,  კარდაშიანის ინსტაგრამ-გამოწერა გააუქმა.

ცნობისთვის, ინსაიდერები კიმისა და პიტის ურთიერთობაზე აცხადებენ, რომ კომიკოსი კარდაშიანით საოცრადაა მოხიბლული, ის მას გამუდმებით ეუბნება ქათინაურებს, ხელით მის თმებს ეხება და წელზე ეხვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები