LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანი საკუთარ გიტარას დაავადებული გოგონას მკურნალობისთვის შეელია

89

მაშინაც კი, როდესაც ქორწილისთვის აქტიურად ემზადება, ედ შირანი ქველმოქმედებას არ ივიწყებს. ამ დღეებში მისი ავტოგრაფიანი გიტარა აუქციონზე გაიყიდება, საიდანა შემოსული თანხა დაავადებული გოგონას მკურნალობას მოხმარდება.

შირანმა და მისმა 11 წლის თაყვანისმცემელმა, მელოდიმ, ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს. გოგონა ტვინის იშვიათი გენეტიკური დაავადებით – რეტას სინდრომით არის დაავადებული. პატარას დედამ ყველაფერი გააკეთა, რათა მის შვილს საყვარელი მომღერალი გაეცნო. მას შემდეგ შირანი მას აქტიურად ეხმარება.

გოგონას ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებისთვის 50 ათასი დოლარია საჭირო. მისი მშობლები იმედოვნებენ, რომ ვარსკვლავის ინსტრუმენტი, რომელსაც მისივე წარწერა – „დაუკარით ამ გიტარაზე“ ამშვენებს, მათ ამ თანხის მოგროვებაში სრულად დაეხმარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები