LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კუპატაძე: „მოსასმენები იყო დამონტაჟებული ყველა მკვლელის ოჯახში და ბრალდებული ბიჭების საკნებში… რა ინფორმაცია ამოიღეს არ ვიცი… ადვოკატის თქმით, ამოღებული მასალები სასამართლოში ტომრებით შეიტანეს“

544
ეკა კუპატაძე, გიგა ავალიანი

„მოსასმენები იყო დამონტაჟებული აბსოლუტურად ყველა მკვლელის ოჯახში თურმე და დამონტაჟებული იყო ბრალდებული ბიჭების საკნებშიც“, – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სახალხოდ ვაფრთხილებ მკვლელების მშობლებს! არც გაბედოთ, თაღლითურად, სასამართლო პროცესების ხელოვნურად გაწელვა!!! მე ყველაფერს ვაკონტროლებ!“ – ეკა კუპატაძე მორიგ მიმართვას ავრცელებს

ეკა კუპატაძე იმეორებს ოჯახის ადვოკატის სიტყვებს და ამბობს, რომ „ამოღებული მასალები სასამართლოში, ტომრებით შეიტანეს“:

„მოსასმენები იყო დამონტაჟებული აბსოლუტურად ყველა მკვლელის ოჯახში თურმე და დამონტაჟებული იყო ბრალდებული ბიჭების საკნებშიც. ის, თუ რა ინფორმაცია ამოიღეს იქიდან მე არ ვიცი, რადგან არ მაქვს ჯერ საქმის მასალები. ხუთი ტომი დაემატა, არის 30 ტომი. რამდენადაც ვიცი, ჩემი ადვოკატის ნათქვამის ციტირებს გავაკეთებ – ტომრებით შეიტანეს ამოღებული მასალები სასამართლოში“, – ამბობს ეკა კუპატაძე.

„სამყარო მძულდა, გიგა რომ მომიკვდა, თქვენ მარტო ბრძოლაში კი არა, გლოვაშიც მეხიდებით, მესმის, როგორ ეფერებიან ჩემს შვილიკოს, ჰოდა, მადლობა საქართველოვ! მიყვარხარ საქართველოვ!“ – გიგა ავალიანის დედის მიმართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g