LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი ღარიბაშვილს: გვითხრა იმ დალოცვილმა ხალხმა, რომელსაც ვეხვეწებით, რომ მიგვიღონ, პოლარიზაცია შეამცირეთო – თქვენ პრემიერ-მინისტრი ხართ, შეიძლება ასეთი ზიზღით ლაპარაკი?

472
ღარიბაშვილი და ელისაშვილი

„გვითხრა იმ დალოცვილმა ხალხმა, რომელსაც ვეხვეწებით, რომ მიგვიღონ – პოლარიზაცია შეამცირეთო, ერთმანეთის მიმართ ზიზღს ნუ აფრქვევთო და რა ვნახეთ ახლა აქ? თქვენ პრემიერ-მინისტრი ხართ. შეიძლება ასეთი ზიზღით ლაპარაკი?“ – ამ განცხადებით „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, „თუ რამე ანადგურებს საქართველოს, ეს არის ის, რასაც ორმხრივად ვუყურებდით“.

„მე და ალექსანდრე რაქვიაშვილი იმას ვფიქრობდით, რომ ავმდგარიყავით და წავსულიყავით, რადგან თუ რამე ანადგურებს ამ ქვეყანას, არის ის, რასაც ორმხრივად ვუყურებდით. გვითხრა იმ დალოცვილმა ხალხმა, რომელსაც ვეხვეწებით, რომ მიგვიღონ – პოლარიზაცია შეამცირეთო. ანუ, ზიზღს ნუ აფრქვევთ ერთმანეთის მიმართო და რა ვნახეთ ახლა აქ?

არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მომეწონა არაფერი, რადგან გვაქვს იმის დრო, რომ ვთქვათ ყველაფერი, რაც გულში გვიდევს, მაგრამ თქვენ პრემიერ-მინისტრი ხართ. შეიძლება კიდევ ასეთი ზიზღით ლაპარაკი? ზეგ უნდა გვითხრან, ვართ მაჩანჩალა ქვეყანა თუ ვართ იმ სამეულში. ასრულდება თუ არა ჩვენი წინაპრების ნატვრა თუ არა. ისტორიული მომენტი გვიდგას წინ, 3000 წლის განმავლობაში, რაც საქართველო არის სახელმწიფო, ასეთი მომენტი არასდროს გვქონია და რასაც ისედაც 10 წელია ვუსმენთ და ვუყურებთ, ამის გამო უნდა დავკარგოთ ეს ყველაფერი?“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, „მოქალაქეების“ ლიდერმა პრემიერს კითხვით მიმართა, არსებობს თუ არა, თუნდაც ერთი თვითკრიტიკული ფაქტორი, რის გამოც ევროკომისიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე რეკომენდაცია არ მიეცა.

„კითხვა მაქვს ასეთი – კარგი ბატონო, ყველაფერი ოპოზიციას დააბრალეთ, მაგრამ ერთი თვითკრიტიკული რამ არ არის, რატომაც გვითხრეს უარი? ერთი თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რომ ამის გამო დაგვახარვეზეს, რადგან მთავრობამ ვერ გავაკეთეთ? მეეჭვება, რომ ხაზარაძის გამო ეთქვათ დეოლიგარქიზაციის შესახებ. გასაგებია, რომ გიყვართ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ის ოლიგარქი არის? ერევა თუ არა გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

კეზერაშვილზე რომ ამბობთ, კი, ჯარი გაძარცვა და იცით ჩემი დამოკიდებულება კეზერაშვილისადმი. ნარკოტიკმიღებული დარბოდა ომის დროს და ასეთი კაცი 10 წელია რატომ ცხოვრობს არხეინად ნაძარცვი ფულით? აქ თქვენს პასუხისმგებლობას არ გრძნობთ? 300 000 კაცს რომ აქვს ციხე გამოვლილი სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის მოსამართლეები და პროკურორები რატომ დააწინაურეთ? ეს არის ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება თქვენი ხელისუფლებისადმი. მურუსიძე ლევანი, რომელიც იმ გადაწყვეტილებებს იღებდა, რატომ დააწინაურეთ? ჩინჩალაძე და კიდევ სხვები, არ ვიცი, რამდენი არის.“– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პრემიერის განცხადებებს ვრცლად წაიკითხავთ აქ:

ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: ყველა სამკურნალოა, სასწაულია

„დაგატოვებინებთ დარბაზს“ – პრემიერის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო

ღარიბაშვილი მინაშვილს: „აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი“

“წამალი დალიე, დამშვიდდები, საცოდავი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი… შენ ჩაგაბარებ ანგარიშს კიდევ..” – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

ღარიბაშვილი: იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი

„ბატონი ბიძინა არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს, განმარტება მაინც იცოდეთ…“ – პრემიერმა დეპუტატებს ოლიგარქის მნიშვნელობა “განუმარტა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები