გუდაურში საშინელი ტრაგედია მოხდა. რამდენიმე პირი პარაპლანით ფრენისას კლდეს დაეჯახა და დაშავდა.
გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა – არიან დაშავებულები
მომხდარს გამოეხმაურა, „მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გუდაურში პარაპლანებთან დაკავშირებით სრული განუკითხაობაა.
„გუდაურში პარაპლანების ფრენებთან დაკავშირებით არის სრული ქაოსი და განუკითხაობა. სწორედ ამის შედეგია რომ ერთ თვეში უკვე მეორე უმძიმესი ინციდენტი მოხდა.
სპორტის და ტურიზმის სამინისტრომ არქეოლოგების სამსახურიდან გაყრის ნაცვლად მართლა საქმე გააკეთოს და შეიმუშაოს ლიცენზიები და დააწესოს ყოველდღიური უმკაცრესი კონტროლი ფრენებზე.
ადამიანების სიცოცხლეზეა აქ საუბარი და არა უბრალოდ ცაში ნარნარზე. ოდესმე გააკეთებენ სახელმწიფო სტრუქტურები რამეს ამ ქვეყანაში? წახდა მართლა ეს ქვეყანა უპატრონობით“. – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
ალეკო ელისაშვილმა სტატუსი მანამდე დაწერა, სანამ სამაშველო ვერტმფრენი კლდეს შეეჯახებოდა.
შეგახსენებთ, დასახმარებლად ადგილზე მისულ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი მიდიოდა, რომელიც ჩამოვარდა.
გუდაურში ვერტმფრენი ჩამოვარდა – ბორტზე მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ