LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრაა, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის და მოქმედი პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის

48
Untitled design (3)

საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. 

აღნიშნულ საკითხს დღეს ოპოზიციაში აფასებენ. „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ეს „ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრაა“:

„აღმაშფოთებელია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვერ გაიზარდნენ და ისევ სიყმაწვილის სენით არიან შეპყრობილები, ქვეყნის მმართველობანას თამაშობენ.

ვერ გაიაზრეს, რომ ქვეყნის მართვა საბავშვო ბაღი არ არის. ქვეყანა ისე არ უნდა მართო, როგორი ინსტინქტებიც ბავშვებს აქვთ: ვიღაცას ზეიმზე გვერდით არ დაუდგება, ლექსს არ იტყვის და ბუშტს არ დაიკავებს.

ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრაა, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის და მოქმედი პრეზიდენტი ამის საქმის კურსში არ არის.

იმედია, „ქართული ოცნება“ ასეთ მავნებლობას ოდესმე მოეშვება. ეს ყველაფერი დამაკნინებელია პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის და ქვეყნისთვის. როგორი მოქალაქეები ვართ, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტზე მოქმედმა პრეზიდენტმა არაფერი იცის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ იყო ინფორმირებული.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.

რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია პრეზიდენტს ალიევის ვიზიტზე – ფინანსთა მინისტრის პასუხი

ვოლსკი: საკითხების წრე არ არსებობს, რაზედაც შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა თუნდაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ისაუბროს – თავშეკავება მართებს პრეზიდენტს

პრემიერი ილჰამ ალიევს შეხვდა – რაზე ისაუბრეს

ღარიბაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს

ალიევის მთავარი გზავნილები: „ვგეგმავთ ელექტროენერგიის მსოფლიო ბაზარზე გატანას, მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოზე“

magti 5g