LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: „ვულოცავ „ოცნებას” იმ საძაგელი მურუსიძის ღირსების დაცვას, მმართველობის 11 წლის თავზე აქამდე მივიდნენ“

161
Untitled design (7)

„სასაცილო მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ ჩავარდნილი, რეგისტრაციას არ გადიან და ასე ცდილობენ ფონს გავიდნენ“, – ასე ეხმაურება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრის ჩაგდებას.

სასამართლოზე დროებით საგამოძიებო კომისიას კენჭი ვერც დღეს უყარეს – „მოსამართლეების სოლიდარობის“ ნიშნად უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „შემაძრწუნებელი სანახავია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს ეფარებიან“.

„მის ღირსებას იცავენ თურმე და გაჩერებული აქვთ საპარლამენტო საქმიანობა. ყოჩაღ, მივიდნენ აქამდე მმართველობის 11 წლის თავზე, ვულოცავ „ქართულ ოცნებას” იმ საძაგელი მურუსიძის ღირსების დაცვას.

[„ქართული ოცნება] ოპოზიციის კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს. რას ჰქვია „ჩვენ არ გვინდა საგამოძიებო კომისია“. რეგლამენტში წერია, რომ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს შეუძლია შექმნას, რა შუაშია უმრავლესობა? რამდენ ხანს უნდა მოახდინონ პარალიზება და რამდენ ხანს გააჩერონ პარლამენტი? მარტო ეს კომისია ხომ არ არის, სხვა ნებისმიერი კანონი გაჩერდება და გაჩერდა. ამიტომ „ქართული ოცნება“ სასაცილო მდგომარეობაშია.

ორი გამოსავალი აქვთ, ერთი, რომ დააშანტაჟონ, ოპოზიციიდან ვინმე გადაიბირონ, ან აღიარონ, რომ დამარცხდნენ და უხერხულ მდგომარეობაში არიან.

ოპოზიციას რომ სულ ვეუბნებოდით, „ბოიკოტობანა“ სასაცილო იყო და უამრავი ბერკეტი გვაქვს აქ ოპოზიციონერებს, ახლა მაინც ხომ მიხვდნენ? ხომ არიან ბედნიერი და თვალებანთებული? არავის მინდა ჭკუა ვასწავლო, მაგრამ ეს ასეა. კარგია, რომ მიხვდნენ და დადიან. თავის დროზე ჩვენ კი არ უნდა ველანძღეთ, უნდა დაეჯერებინათ, როცა ვეუბნებოდით, რომ არ ჩაეხსნათ სიები, ოპოზიციაში 11 მანდატია დაკარგული,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო მეორედაც ვერ შედგა.

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა პირველად 18 აპრილს ვერ შედგა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე, ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ” – ირაკლი კობახიძ

„შეიძლება საკუთარ საგამოძიებო კომისიას გამოჰკრან ხელი” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე 

„ოცნების ამომრჩეველო, ნეტავ თუ მიხვდით, რა მოხდა დღეს! არ დაგავიწყდეთ, ეს ყველაფერი ხდება სანდრო გირგვლიანის მოსამართლის გამო!” – თინა ხიდაშელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g