52 წლის ლეგენდარული რეპერი ემინემი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ პირველად გახდა ბაბუა, კვლავ ელოდება ოჯახში მატებას. ბავშვს ამჯერად მისი ნაშვილები ქალიშვილი, ალაინა ელოდება.
32 წლის ალაინამ სასიამოვნო ამბავი სოციალურ ქსელში გააზიარა, სადაც გამოაქვეყნა ფოტო იმ სიურპრიზის, რომლითაც მეუღლეს სიახლე გაანდო.
„ასეთი მადლიერება არასდროს მიგრძნია, ეს ნამდვილი საჩუქარია. ჩვენ დიდი ხანია ველოდებით ამ მომენტს“, – დაწერა ალაინამ პოსტში.
ალაინა მერი სკოტ მეთერსი ემინემის ყოფილი მეუღლის, დოუნი სკოტის ქალიშვილია. ის 2021 წელს ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა, რის შემდეგაც ემინემმა ალაინა საკუთარ შვილად სცნო.
ემინემის ერთადერთი შვილიშვილის ფოტო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
საოცრად ჰგავს! – ემინემი ბაბუა პირველად გახდა



