LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენიო მორიკონეს მუსიკალურმა ასისტენტმა თბილისის ოპერაში რეპეტიციები გამართა

96

28 აპრილს თბილისს ეწვია ენიო მორიკონეს მუსიკალური ასისტენტი, სტეფანო კუჩი. მან თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან მოსამზადებელი რეპეტიციები ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ენიო მორიკონე პირადად უდირიჟორებს რომის სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც მასთან ერთად საქართველოში 18 მაისს ჩამოფრინდება. სცენაზე კომპოზიტორს, მისი ცნობილი კინომუსიკის შესასრულებლად, თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის 70–კაციანი გუნდი შეუერთდება.

როგორც მაესტრო სტეფანომ ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, ქართული გუნდის შესაძლებლობებით აღფრთოვანებული დარჩა. სტეფანო კუჩი ენიო მორიკონესთან 2000 წლიდან თანამშრომლობს, მათი მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა 18 წელს ითვლის.

მედიასთან საუბრისას „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ანი კავლელიშვილმა აღნიშნა, რომ ბილეთები tkt.ge-ს საშუალებით ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ენიო მორიკონეს კონცერტს შეკვეთილში მდებარე არენა მესამე სეზონის გახსნაზე უმასპინძლებს, კონცერტი კი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g