LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ბლინკენი: ნატო არ შეჭრილა უკრაინასა და საქართველოში – გასული ორი ათწლეულის განმავლობაში სწორედ რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში

103
ენტონი ბლინკენი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით ნატო უკრაინასა და საქართველოში არ შეჭრილა და ეს არის ქმედებები, რომელიც რუსეთმა ბოლო წლებში ჩაიდინა.

აღნიშნულის შესახებ ბლინკენმა გერმანელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნის არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტთა მკვლელობის მცდელობისთვის.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთთან ამ და სხვა საკითხების წამოჭრას, აშშ პარტნიორებთან ერთად, მომდევნო პერიოდში აპირებს.

„გასული ორი ათწლეულის განმავლობაში სწორედ რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნის არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტთა მკვლელობის მცდელობისთვის.

ეს უცხო ქვეყნის მიწაზე ჩაიდინა, დაარღვია შეიარაღების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებები, გავიდა დიდი ხნით ადრე შეთანხმებული ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის ზომებიდან. ასე რომ, ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვაპირებთ წამოვჭრათ რუსეთთან ეს და სხვა საკითხები მომდევნო პერიოდში.

რუსეთს აქვს შეშფოთებები, რომელსაც მოვუსმენთ, ჩვენ გვაქვს შეშფოთებები და აუცილებელია, რომ რუსეთმა მოისმინოს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ვიპოვით დიპლომატიურ გზას ამ საუბრების საშუალებით”, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა