LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეპოქა დასრულდა! მახო ხარბედიას არილის, ღვინის კლუბის და შეთხზული მეების ეპოქა… მან შეცვალა აზროვნება და დინამიკა ლიტერატურაში, ათასი კარგი და სასარგებლო ადამიანის სიცოცხლით იცხოვრე“ – მალხაზ ხარბედიას მეგობრები ემშვიდობებიან

291
მალხაზ ხარბედია

დღეს, 50 წლის ასაკში ლიტერატურათმცოდნე, მწერალი და ესეისტი, მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, მწერალი ბოლო პერიოდის განმავლობაში მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა.

მალხაზ ხარბედია იყო ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ და „არილის“ მთავარი რედაქტორი, გაზეთ „მარანი-Weekend“-ის მთავარი რედაქტორი. ასევე იყო მეღვინე და „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი.

მალხაზ ხარბედიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ მისი მეგობრები, კოლეგები, ხელოვნებათმცოდნეები და სამძიმრის წერილებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

მალხაზ ხარბედიას საკუთარი შემოქმედებისთვის მადლობას უხდის მწერალი გიორგი კეკელიძე და წერს:

„მახო ხარბედია გარდაიცვალა. ლიტერატურის მაშინ მაცოცხლებელი კაცი, როცა ყველაფერი მკვდარი იყო.

და ღვინის ტექსტად გარდამქმნელი კაცი.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ „ღვინისა და ვაზის დარბაზია“ , ეგ სივრცე ერთად შევქმენით ოდესღაც.

მადლობა ამისთვის. მადლობა „არილისთვის“. მადლობა იმ საღამოებისთვის, ფეხბურთს რომ ვუყურებდით და სერ ალექს ფერგიუსონზე და სერ ვალტერ სკოტზე ვლაპარაკობდით.

გავაგრძელებთ ოდესმე“.

მახო ხარბედია გარდაიცვალა. ლიტერატურის მაშინ მაცოცხლებელი კაცი, როცა ყველაფერი მკვდარი იყო. და ღვინის ტექსტად…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on ორშაბათი, 02 ივნისი, 2025

„მშვიდობით ძმაო… შეხვედრამდე, იქით ნაპირზე – ჩემო გულმართალო მეგობარო“, – წერს ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი.

მშვიდობით ძმაო… შეხვედრამდე, იქით ნაპირზე – ჩემო გულმართალო მეგობარო😔

Posted by Dachi Grdzelishvili on ორშაბათი, 02 ივნისი, 2025

„მახო ხარბედია. მან შეცვალა აზროვნება და დინამიკა ლიტერატურაში. ერთხელ, ძალიან ადრე, მეც შემხვდა მისი გამჭრიახი გონებისა და ენის წილი. მან ზუსტად ორი წინადადებით მომიყვანა აზრზე და გამხადა ადეკვატური, „24 საათში“ სტაჟიორად მუშაობის დროს. „ნუ იმუშავებ აქ ხელფასისთვის, ან იქნება ის, ან არა, მაგრამ იქნება უფრო მეტი – იმუშავე აქ საკუთარი განვითარებისა და თავის წარმოჩენისთვის. ვინ ხარ და რა შეგიძლია“. ამის მერე კი არაერთხელ დამითმო არილის გვერდები ამ წარმოჩენისთვის.

მისი ნდობა იყო ნამდვილი გამოწვევა. მადლობას გიხდი მახო ყველაფრისთვის რაც კულტურული პროცესის განვითარებისთვის გააკეთე. რაც საზოგადოებისთვის გააკეთე. რაც შენი საოცარი ადამიანობით მეგობრებისთვის გააკეთე. ათასი კარგი და სასარგებლო ადამიანის სიცოცხლით იცხოვრე. მაგრამ არასდროს მივიღებთ უსამართლობას, რომლის გამოც ეს შენი დიდებული სიცოცხლე შეწყდა. გაბრაზებული ვარ, საშინლად გაბრაზებული. მრისხანება რომელიც დაგვრჩა, ალბათ შენი დაწყებული პროცესების გასაგრძელებლად და გასაძლიერებლად უნდა გამოვიყენოთ. სხვა რა დაგვრჩენია“, – წერს ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია სოციალურ ქსელში.

მახო ხარბედია. მან შეცვალა აზროვნება და დინამიკა ლიტერატურაში. ერთხელ, ძალიან ადრე, მეც შემხვდა მისი გამჭრიახი გონებისა…

Posted by სოფო კილასონია on ორშაბათი, 02 ივნისი, 2025

„ბევრი ფოტო შემხვდა, მაგრამ ეს ყველაზე მეტად მომწონს, იმიტომ, რომ ასეთი დამამახსოვრდა – ბოლოს წიგნის ბაზრობაზე ვნახე, უფრო სწორად, გზად მიმავალი დამინახეს და წამიყოლეს ეკამ და მახომ. ისეთი ოპტიმისტური იყო, ისე ხუმრობით ლაპარაკობდა თავის დაავადებაზე. არც მეგონა, ასე უცებ თუ მოხდებოდა.

ყველას თანაგიგრძნობთ – ოჯახს, ეკა ხარბედია, მეგობრებს, განსაკუთრებით, ზვიად რატიანს. ყოველ საღამოს აქციაზე ტირილით რომ მიყვებოდა მახოს მდგომარეობის დინამიკის შესახებ“, – წერს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი.

ბევრი ფოტო შემხვდა, მაგრამ ეს ყველაზე მეტად მომწონს, იმიტომ რომ ასეთი დამამახსოვრდა – ბოლოს წიგნის ბაზრობაზე ვნახე, უფრო…

Posted by Theo Khatiashvili on ორშაბათი, 02 ივნისი, 2025

„ზუსტად 20 წლის გავიცანი, „არილში“ პირველი პუბლიკაცია რომ დამიბეჭდა და სასწაულად ამაყი მივედი ჰონორარის ასაღებად. რედაქტორთ რედაქტორს ვეძახდით, შესანიშნავ მწერალს და დიდებულ მემარნეს. მახო ჩვენი ბედნიერი ახალგაზრდობაა, საუკეთესო მოგონებებია, დიდი ლიტერატურის და ჭეშმარიტი ღვინის მაგარი კაცი.

ჩემთვის ეპოქა დასრულდა, მახო ხარბედიას არილის, ღვინის კლუბის და შეთხზული მეების ეპოქა“… წერს მწერალი და ჟურნალისტი თეონა დოლენჯაშვილი.

ზუსტად 20 წლის გავიცანი, “არილში” პირველი პუბლიკაცია რომ დამიბეჭდა და სასწაულად ამაყი მივედი ჰონორარის ასაღებად….

Posted by Teona Dolenjashvili on ორშაბათი, 02 ივნისი, 2025

„რაღაც დიდი დასრულდა. რა საშინელი დღეა. მახო“, – წერს მწერალი და ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი.

რაღაც დიდი დასრულდა. რა საშინელი დღეა. მახო.

Posted by Eka Kevanishvili Eka on ორშაბათი, 02 ივნისი, 2025

„PEN მარათონი 2005-ის მონაწილე რომ ვიყავი, მაშინ გავიცანი. ლიტერატურის ერთ-ერთი ძალიან გემოვნებიანი შემფასებელი და იშვიათი პროფესიონალი ამ ძალიან სპეციფიკურ და სუბიექტურ დარგში. ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებული და ლიტერატურისთვის ყველაფრის მკეთებელი, მაშინ, როდესაც არავის ახსოვდა/სჭირდებოდა/აინტერესებდა/უნდოდა ლიტერატურა.

ძალიან სამწუხარო ამბავი და უდიდესი დანაკარგი“, – წერს ლედი ანთიძე.

PEN მარათონი 2005 -ის მონაწილე რომ ვიყავი, მაშინ გავიცანი. ლიტერატურის ერთ-ერთი ძალიან გემოვნებიანი შემფასებელი და…

Posted by Ledi Antidze on ორშაბათი, 02 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g