14 წლის ბლუ აივი კარტერი უკვე წლებია Super Bowl-ის უცვლელი სტუმარია და არც წლევანდელი ღონისძიება გამორჩენია. ჯეი ზისა და ბიონსეს უფროსი ქალიშვილი კვირას, კალიფორნიის სანტა-კლარაში მდებარე Levi’s Stadium-ზე გამართულ Super Bowl LX-ს დაესწრო. თინეიჯერი გოგონა მამასთან და უმცროს დასთან, 8 წლის რუმისთან ერთად იმყოფებოდა.
ბლუ აივიმ Super Bowl-ის ტრადიცია არ დაარღვია და VIP ზონაში ყოფნისას მოედანზე მხიარული ნახტომიც შეასრულა, ზუსტად ისე, როგორც ამას ყოველწლიურად აკეთებს.
ბიონსეს ქალიშვილს შავი, „ოვერსაიზ“ ფეხბურთის ქურთუკი ეცვა, რომელსაც $2,550 ღირებულების Balenciaga-ს ჯინსის ჩანთა შეუხამა. მან „ლუქი“ ფართო ჯინსებითა და ღია ყავისფერი ჩექმებით დაასრულა.
ცნობისთვის, ეს ჯეი ზი პირველი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც მისი სახელი ჰარვი ვაინშტაინთან ერთად, ეპშტეინის სკანდალურ ფაილებში გაჟღერდა. გასულ კვირას, ასევე გავრცელდა ჭორები, თითქოს ბრალდებების ფონზე, ჯეი-ზიმ აშშ კერძო თვითმფრინავით დატოვა, თუმცა როგორც ვხედავთ, ის კვლავ ამერიკაში იმყოფებდა.
დედას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს – ბიონსესა და ჯეი ზის 13 წლის ქალიშვილის თვალწარმტაცი გამოჩენა მეჯლისზე