LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ექსპრომტად გადაწყვიტეს ბოქსირებულ განყოფილებასთან მისულიყვნენ” – ასე ამხნევებენ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ექიმებს კოლეგები

166
165

ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, გოგა ბერიძე საკუთარ “ფეისბუქზე” ფოტოს აქვეყნებს, სადაც, მისი თქმით, შიდსის ცენტრის ლაბორატორიის თანამშრომლები არიან ასახული. როგორ ბერიძე წერს, ექიმებმა კორონავირუსის გამო ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი კოლეგების გასამხნევებლად, ადგილზე ბუშტებით მისვლა გადაწყვიტეს.

“ამ ფოტოზე შიდსის ცენტრის ლაბორატორიის თანამშრომლები ჩანან. შესვენებისას, ექსპრომტად გადაწყვიტეს ბოქსირებული განყოფილებასთან მისულიყვნენ და შენობაში მყოფი პერსონალი გაემხნევებინათ, მადლობა ეთქვათ საზოგადოების სახელით პროფესიისადმი გულითადი დამოკიდებულებისა და ერგულებისთვის… 24-საათიანი რეჟიმი, ბოქსირებული განყოფილება… ეს რეალობა ბოლო 1 თვეა მათი ყოველდღიურობაა… მადლობას ვუხდი მეც თითოეულ მათგანს, რომლებიც რისკის, თავდადების, პაციენტებზე ზრუნვისთვის უკან არაფერზე იხევენ… მათთან ერთად გმირები არიან თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, შოთა გოგიჩაიშვილი, ადმინისტრაციის გუნდი და ყველა ის ადამიანი, რომელსაც სპეციალური თეთრი სპეცტანსაცმელი აცვია და ბოქსირებულ განყოფილებაში ათენ-აღამებს… ბედნიერი ვარ ამ ღირსეული ადამიანების გარემოცვით….
აღნიშვნის ღირსია ოთხი ექიმის – ალექსანდრე გოგინავას, რევაზ მეჭურჭლიშვილის, ნინო ვარამაშვილის, ეკატერინე ნაფეტვარიძისა და ნინო თავლალაშვილის ადამიანური ფაქტორი… საოცარ კოლეგიალობას იჩენენ ერთმანეთის მიმართ. მორიგეობა და დღე-ღამის რეჟიმი მათთვის არ არსებობს… მუდამ სამსახურში, მუდამ ერთმანეთის გვერდით და მუდამ პაციენტებისვის… თუ რამე ვიცი, ჩემგან კი მედიამ და საზოგადოებამ – სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა…. მადლობა თქვენ!…” – წერს გოგა ბერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g