LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი პირველი საკოლექციო ბანკნოტის დიზაინის ესკიზების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

194
ლარი

2025 წელს ლარის შემოღებიდან 30 წელი სრულდება – 1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გაეშვა საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ის ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.

ამ მოვლენის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს საქართველოს ისტორიაში პირველი საკოლექციო დანიშნულების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის გამოსაშვებად და ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს.

კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g