LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში მასწავლებელთა ტრენინგი ჩატარდა

125
ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონებში საგნის „მოქალაქეობის“ მასწავლებელთა მხარდაჭერას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ორგანიზებით, მასწავლებლებს ტრენინგები ჯერ ონლაინ, ხოლო მოგვიანებით პირისპირ, ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმში ჩაუტარდათ.

ტრენინგზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები განიხილეს, კერძოდ, პროფესიის არჩევა, სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები, ფინანსური პროდუქტები, დაზღვევა, საფინანსო სექტორის მომხმარებლის უფლებები.

მასწავლებლები, თეორიული საკითხების გარდა, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და საკლასო აქტივობებსაც გაეცნენ, რაც მათ ინტერაქტიური გაკვეთილების დაგეგმვაში, მოსწავლეებს კი საკითხების უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული კუთხით დანახვაში დაეხმარება.

მონაწილეებს, ტრენინგთან ერთად, ჩაუტარდათ სპეციალური ტურიც ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში. ისინი ქართული ფულის ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს უნიკალური სამუზეუმო ექსპონატები.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სულ 35-მდე მასწავლებელი გადამზადდა. ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დამხმარე სასწავლო მასალა.

მასწავლებელთა გადამზადების პროცესი ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები 2018 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში საგანში „მოქალაქეობა“ ინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის „შპარკასეს“ მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელოები მე-7 და მე-9 კლასის მასწავლებლებისთვის და მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო. დღემდე ამ პროექტის ფარგლებში 750-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g