LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დამატებით 60 000 000 დოლარი გაყიდა

215
ფული

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.

აღნიშნული ინტერვენციის მიზანი ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირებაა.

შეგახსენებთ, ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონები 16 და 28 მაისსაც გამართა და ბაზარს ჯერ 60 000 000 და 48 700 000 აშშ დოლარი მიაწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g