საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისათვის მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა, რომლის მიზანი მომსახურების დივერსიფიკაცია, ოპერაციების გამჭვირვალობა და ბაზარზე კონკურენციის ზრდაა.
ახალი წესი განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, საქმიანობის უფლების გაცემის პირობებსა და ვალდებულებებს.
მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები არ იცვლება ვალუტის გადამცვლელი მოქმედი პუნქტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციებით გააგრძელებენ საქმიანობას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის მომსახურების დამატებას მოისურვებენ, უნდა დააკმაყოფილონ ახალი რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნები და მიიღონ შესაბამისი საქმიანობის უფლება.
წინადადებების წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 27 ივნისის ჩათვლით, ელექტრონულად: [email protected]