LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ-ერთი მოქალაქის მიერ თვალის სავარაუდო დაკარგვასთან დაკავშირებით ფაქტის დადგენაზე გამოძიება მუშაობს – დაშავდა შსს-ის 58 თანამშრომელი: კუპატაძე

223
თეიმურაზ კუპატაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 7-8 მარტს პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა უწყების 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

აღნიშნულის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველა მედიასაშუალების ეთერში კარგად ჩანდა, როგორ ისროდნენ აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

„პირველ რიგში, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება.

ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ჩემს კოლეგებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

ასევე, ყველა მედიასაშუალების ეთერში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.“ – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის  განცხადებით, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ თვალის სავარაუდო დაკარგვასთან დაკავშირებით ფაქტის დადგენაზე გამოძიება მუშაობს.

როგორც კუპატაძემ აღნიშნა, გამოძიებით დადგინდება სად დაკარგა ადამიანმა თვალი. თუმცა, ჟურნალისტის კითხვაზე ეს ნიშნავდა თუ არა იმას, რომ ადასტურებდა ფაქტს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა უპასუხა, რომ „არ ვიცი, ვერ გეტყვით, სად დაკარგა“.

„აღნიშნულ ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. შესაბამისად აღნიშნული ფაქტის დადგენისა და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში მათ ექნებათ შესაბამისი რეაგირება. ზუსტად ვერ გეტყვით დაკარგა თუ არა, გამოძიებით დადგინდება ამ ადამიანმა სად დაკარგა თვალი. არ ვიცით, ვერ გეტყვით, სად დაკარგა.“– განაცხადა კუპატაძემ.

„აქციის კადრებში ისეთი ასაკის ბავშვები აღმოვაჩინეთ, ვთქვით, რომ ახლა ბავშვებთან პრინციპზე დადგომა არ შეიძლება” – მდინარაძე

 

 

 

 

 

 

 

 

magti 5g