დარჩენილი ორი შეხვედრა ევრობასკეტზე და ჯგუფიდან გასვლის შანსი. საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის ფარგლებში სამი შეხვედრა გამართა. ესპანეთთან გამარჯვებამ (83:69) კი საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი მოუტანა.
ახლა ეროვნული ნაკრები მომავალი შეხვედრებისთვის ემზადება, განრიგი კი შემდეგნაირად გამოიყურება:
2 სექტემბერი, 19:15 საათი – კვიპროსი vs საქართველო
4 სექტემბერი, 16:00 საათი – ბოსნია და ჰერცეგოვინა vs საქართველო
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის პლეიოფში 6-დან 4 გუნდი გადავა და ჯგუფში თანაბრად დაგროვებული ქულების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებულს მიენიჭება. შესაბამისად, კვიპროსთან, შემდეგ კი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გამარჯვებით, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები პლეიოფის საგზურს ავტომატურად მოიგებს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
(R)