LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია, ევროკავშირმა, საზოგადოების მოთხოვნის საპასუხოდ, დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატი წევრის სტატუსი” – ზურაბ ლალაზაშვილი

157
BDO

აუდიტორული კომპანია BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი ე.წ გავლენის აგენტების კანონპროექტის პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ახლა აღარავითარი აზრი არ აქვს სადაურ კანონს უყარა კენჭი პარლამენტმა (თუმცა ცალსახაა რომ ეს არის რუსული კანონი). დღეს პარლამენტში გვყვანან დეპუტატები, რომლებსაც მიუხედავად ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისა და პარტნიორი ქვეყნების მოწოდებისა, შეუძლიათ წავიდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

“არა რუსულ კანონს!!!” – ITB Berlin 2023-ის მონაწილეები თბილისში მიმდინარე პროტესტს უერთდებიან 

როდესაც ამ კანონის მიღებით შეიძლება ჩვენს ევროპულ პერსპექტივას შეექმნას საფრთხე და მიუხედავად ამისა, პარლამენტში გამოიძებნა 76 დეპუტატი, რომლებისთვისაც ეს არაფერს ნიშნავს და სრულიად გაურკეველი არგუმენტებისა თუ მიზნების გამო, მაინც მზად არიან წავიდნენ ასეთ ნაბიჯზე, ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსთვის.

დღეს არჩევანი არის ერთი ან მივდივართ ევროპისკენ ან რუსეთისკენ. და იმისათვის, რომ შევაჩეროთ რუსეთისკენ ასეთი სწრაფი ტემპით სვლა, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა საზოგადოების მოთხოვნის საპასუხოდ (და არა ხელისუფლების მიერ გეგმის შესრულების გამო) დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატი წევრის სტატუსი”, – აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.

 

“გავჩუმდი მაშინ, როცა მინგრევდით ბიზნესს, არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს” – ცეზარ ჩოჩელი

“შეუძლებელია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა იყოს იზოლირებული მსოფლიო ცივილიზაციებისგან” – გიორგი კოდუა

“ეს კანონი რუსული სულისკვეთებით განმსჭვალულია… რა უფლება აქვთ გადაწყვიტონ ბედი, რომელიც ევროპას გვაშორებს” – თემურ ჭყონია

magti 5g