LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი პარტია ვიყავი ვინც ხელს ვაწერდი, არ მომეცა შესაძლებლობა – მეგრელიშვილი

64
BeFunky-collage

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც “ქართულმა ოცნებამ”.

წარუმატებელ მოლაპარაკებას “გირჩის” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება და ამბობს, რომ ის მზად იყო გუშინ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელი მოეწერა, მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე ამის საშუალება არ მიეცა.

მეგრელიშვილს არ აქვს მოლოდინი,  რომ დიალოგი ამ ფორმატში კიდევ შეიძლება გაგრძელდეს.

ჩაშლილი შეთანხმება – დანიელსონი ბრიუსელში ისევ ხელცარიელი წავიდა

დევიდ კრამერი და იან კელი მიიჩნევენ, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად ევროკავშირის კეთილშობილური, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგო ძალისხმევა აშშ-მა უნდა განამტკიცოს.

მე არ მომეცა შესაძლებლობა რომ ხელი მომეწერა, ერთადერთი პარტია ვიყავი, ვინც ხელს ვაწერდი, უბრალოდ, ფორმატი იყო ისეთი, რომ ან ყველა აწერდა ხელს, ან არავინ. მარტო ჩემთვის იყო ეგ დოკუმენტი მომზადებული. ახლა ყველაფერი გავიგე, მშვენიერი დოკუმენტი იყო, მართლა ნამუშევარი აქვს ევროკავშირს და ბატონ დანიელსონს. თითოეული საკითხი მიმღებლობის შემთხვევაში თავისუფლად შეთანხმებადი იყო, მაგრამ მხარეებს ამის დიდი სურვილი არ ჰქონდათ…

შთაბეჭდილება რაც დამრჩა, “ქართული ოცნება” იყო ბევრად უფრო მართალი იმის გამო რომ ის ამბობდა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის რაღაც საკითხები ბოლომდე არ იყო მისაღები, არც ერთი საკითხი არ იყო უარის თქმისთვის საკმარისი, ანუ ის, რეალურად აწერდა ხელს.“- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

ამავე თემაზე:

გავცოფდი და გული მწყდება, გუშინ ხელი ჰკრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება – ვის ადანაშაულებს ელისაშვილი

ოპოზიციამ როცა დააყენა ორი ულტიმატუმი, დანიელსონმა განაცხადა, რომ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა: ირაკლი კობახიძე

გააჭიანურებს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს – ბრიტანეთის საელჩო წარუმატებელ მოლაპარაკებებზე

ვგეგმავთ აქციას 15 მაისს და ვიწყებთ მზადებას ამ აქციისთვის: სალომე სამადაშვილი

ოპოზიციის პასუხისმგებლობა ისეთი შეთანხმების მიღწევა იქნება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს: გიგა ბოკერია

კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება – სალომე ზურაბიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g